კომპანიის შესახებ

Chemical Guys დაარსდა 1968 წელს ლოს-ანჯელესში მაღალი ხარისხის ავტომობილის მოვლის საშუალებების შექმნის მიზნით.

როდესაც დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, რომ სუფთა ფურცლიდან დაგვეწყო ყველაფერი მარტივი იდეით, რომ შეგვექმნა საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. წლების განმავლობაში ჩვენ გაცილებით მეტს მივაღწიეთ: შევქმენით დეტაილინგის შესახებ ცოდნის უზარმაზარ ბიბლიოთეკა, ინდუსტრიაში ვიქეცით ეტალონად, გავაერთიანეთ მეგობრები ერთი საერთო გატაცებით.

ვნება ბზინვარებისადმი

ჩვენს მამოძრავებელ ძალას ბზინვარებისადმი ვნება წარმოადგენს. სიჩქარე აეროდინამიკური ელეგანტურობის საუკეთესო გამოვლინებაა;

ლითონის ფურცლები, რომლებიც ერთმანეთთან შედუღებულია და ცხენის ძალით იკვებება, ახლად დამუშავებული ქრომი, ბროლისფერი მინა, ახალი ხელით ნაქარგი ტყავის სურნელი და ცვილით დამუშავებული ავტომობილის ბზინვარება – ეს არის ის, რაც გვაძლევს ენერგიას. ეს გვაძლევს ინოვაციებისკენ, გამოგონებისკენ და სწავლებისკენ მოტივაციას, რადგან ჩვენთვის წარმატება არა კომპანიის, არამედ მსოფლიო ოჯახის შექმნაა, რომლის ფასი უფრო მეტია ვიდრე მისი ნაწილების.

ცვილებიდან დაწყებული უახლესი ჰიბრიდული საფარით, ნანო-პოლირებით და კერამიკით დამთავრებული, ჩვენ ინდუსტრიაში არა მხოლოდ ინოვაციებს ვქმნით, არამედ ხელახლა განვსაზღვრავთ მას. Chemical Guys-ში ჩვენ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ავტოქიმიას ვაწარმოებთ, არამედ სპეციალიზირებულები ვართ უნიკალური გადაწყვეტილებების მიღებაში მუდმივად ცვალებად ინდუსტრიაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავით ინფორმირებულები!

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია ChemicalGuys შესახებ.