Tire+Trim Gel – პლასტმასის და რეზინის სიპრიალის აღმდგენი და დამცავი გელი

125,00 

  • ღრმად აღწევს პლასტმასის, რეზინის და ვინილის ზედაპირებში, კვებავს და აღადგენს მათ, ანიჭებს ქარხნულად სუფთა, სველ-შავ ბზინვარებას.
  • შეიცავს სპეციალურ ჰიდროიზოლაციის კომპონენტებს და ულტრაიისფერი გამოსხივების ბლოკატორებს, რომლებიც იცავს გახუნებისგან, დახეთქვისგან და ხელს უწყობს აღდგენილი იერსახის შენარჩუნებას.
  • ზეთის ბაზაზე დამზადებული გელი ადვილად წასასმელია ზუსტად და თანაბრად, ზედაპირზე ჩამოწვეთების გარეშე, რაც უზრუნველყოფს ზედაპირზე გელის თანაბარ დაფარვას.

იხილეთ მოქმედებაში


რა ხდის Tire+Trim Gel-ს შესანიშნავს

ულტრა-რაფინირებული ეთერზეთის ფორმულა

ატმოსფერული ზემოქმედება ხშირად იწვევს დეტალების გაფერმკრთალებას, აუფერულებს და აზიანებს თქვენი ავტომობილის პლასტმასის, რეზინის და ვინილის იერსახეს. Tire + Trim Gel-ის ეთერზეთები ღრმად აღწევს დეტალის ზედაპირებში, კვებავს და ატენიანებს, აღადგენს დაზიანებულ იერსახეს, ანიჭებს ღრმა, სველ-შავ ბზინვარებას. დამუშავების შემდეგ დეტალი შეხებისას სრულიად მშრალია.

მრავალმხრივი სველი შავი ბზინვარება

გამოიყენეთ Tire + Trim Gel  გახუნებულ ბამპერებზე, ფრთების შიდა ნაწილებზე, კარის რეზინებზე, მინის დამცავ რეზინებზე, სარკეების ხუფებზე, ფანჯრის მოლდინგებზე, საქარე მინის რეზინებზე, საბურავებზე და სხვა. ფორმულის სპეციალური ულტრაიისფერი ბლოკატორები უარყოფენ მავნე მზის სხივებს, რომლებსაც შეუძლიათ პლასტმასის და რეზინის დაზიანება და გახუნება, რაც თქვენს დამუშავებულ დეტალებს დიდხანს უნარჩუნებს შავ სველ ფერს. Tire + Trim Gel ასევე შეიცავს სპეციალურ ჰიდროიზოლაციის კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს გელის გამძლეობას მრავალჯერადი რეცხვის დროს.

მარტივად დასატანი

წასასმელად წარმოუდგენლად მარტივია: პრემიუმ ზეთზე დაფუძნებული გელი შეიძლება ზუსტად და თანაბრად წაუსვათ ზედაპირზე ჩამოწვეთების გარეშე. გელის სიბლანტე საშუალებას იძლევა, ის თანაბრად გადანაწილდეს ყველა ზედაპირზე გლუვი და თანაბარი დაფარვისთვის.

მახასიათებლები

  • ჩვენს საბურავების გასაპრიალებელ საშუალებებს შორის, Tire + Trim Gel არის ზეთზე დამზადებული გელი, რომელიც ღრმად აღწევს, კვებავს და აღადგენს გახუნებულ დეტალებს.
  • მარტივად წასასმელი გელი სწრაფად შეიწოვება დეტალებში, რაც მყისიერად სველ იერს ანიჭებს ზედაპირს.
  • ულტრაიისფერი დაცვა ხელს უშლის ბზარების წარმოქმნას და გახუნებას.
  • არ წვეთავს და არ იწვევს ზედმეტ შესხურებას.
  • ტოვებს ღრმა, შავ სველ ბზინვარებას.
  • კარგი შედეგისთვის დაიტანეთ აპლიკატორის გამოყენებით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Tire+Trim Gel – პლასტმასის და რეზინის სიპრიალის აღმდგენი და დამცავი გელი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *