Waffle Weave Gray Matter Microfiber Drying Towel – ვაფლისებური მიკროფიბრის საშრობი

45,00 ₾

  • უნიკალური ვაფლისებური ქსოვა ზრდის მიკროფიბერის ზედაპირის ფართობს, რაც ხელს უწყობს წყლისა და სხვა სითხეების უფრო ეფექტურად შეწოვას.
  • დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მიკროფიბრისგან და აქვს რბილი კიდეები, რაც მას განსაკუთრებულად ნაზს ხდის და იცავს ავტომობილის საღებავის ზედაპირს ნაკაწრებისგან.
  • ზომა: 63.5 × 91.4 სმ (25″ × 36″). დიდი ზომა უზრუნველყოფს ზედაპირის უფრო ფართო დაფარვას და ავტომობილის უფრო სწრაფად გაშრობას.
არტიკული: MIC_781_01 კატეგორია:

რა ხდის Waffle Weave Gray Matter-ის პირსახოცს გამორჩეულს?

უნიკალური, ვაფლისებური ტექსტურა

ისევე, როგორც ვაფლის ღრმულებში გროვდება სიროფი, Waffle Weave-ის პირსახოცის სპეციალური სტრუქტურაც ეფექტურად იკავებს და სწრაფად იწოვს სითხეს. ჩვეულებრივი მიკროფიბრის პირსახოცებისგან განსხვავებით, რომლებსაც მოკლე ბოჭკოები აქვთ, Waffle Weave-ის კვადრატული ღრმულები წყლის სწრაფად შეწოვას უზრუნველყოფს. აღარ არის საჭირო ზედაპირის განმეორებით ხეხვა და გაპრიალება — უბრალოდ გადაუსვით პირსახოცი ზედაპირს და წყალი ერთი მოძრაობით მოაშორეთ. (ოღონდ სიროფის მოწმენდას ნუ შეეცდებით — ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე მოგიწევთ ზრუნვა!)

 

მაქსიმალური სირბილე და შეწოვის მაღალი უნარი

ჩვეულებრივი მიკროფიბრის პირსახოცების ზომა, როგორც წესი, 16 × 16 დუიმია, ხოლო Waffle Weave-ის პირსახოცი გაცილებით დიდია — 25 × 36 დუიმი (63.5 × 91.4 სმ). ეს საშუალებას გაძლევთ, უფრო დიდი ზედაპირი დაფაროთ და ავტომობილი უფრო სწრაფად გააშროთ.

ასევე, შეგიძლიათ დაივიწყოთ მყარი ნეილონის კიდეები, რომლებმაც გაწმენდისა და გაშრობის დროს შესაძლოა საღებავი დაკაწროს. Gray Matter Waffle Weave-ის პირსახოცს ოთხივე მხარეს რბილი დამუშავებული კიდეები აქვს, რაც მას განსაკუთრებულ სირბილეს ანიჭებს და ავტომობილის საღებავის ზედაპირზე ნაზ მოპყრობას უზრუნველყოფს.

 

მახასიათებლები

  • ჩვენს პირსახოცებს შორის Waffle Weave Gray Matter გამოირჩევა განსაკუთრებით დიდი ზომითა და წყლის შეწოვის მაღალი უნარით, რასაც ვაფლისებური ქსოვის უნიკალური სტრუქტურა უზრუნველყოფს.
  • დიდი ზომა: 91.4 × 63.5 სმ (36″ × 25″).
  • ერთი მოძრაობით იწოვს დიდი რაოდენობით წყალს და ავტომობილის ზედაპირის ელვისებურად სწრაფად გაშრობის საშუალებას გაძლევთ.
  • ვაფლისებური ღრმულები ხელს უწყობს ზედაპირზე დარჩენილი წყლისა და ჭუჭყის შეკავებას.
  • რბილი კიდეები ნაზად ეხება ყველა ტიპის ზედაპირს.
  • ამცირებს ზედაპირზე მიკრონაკაწრებისა და წრიული კვალის წარმოქმნის რისკს.
  • პრემიუმ ხარისხის მიკროფიბრა, რომელიც არ ტოვებს ბუსუსებს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Waffle Weave Gray Matter Microfiber Drying Towel – ვაფლისებური მიკროფიბრის საშრობი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *